ფოტო გალერეა

                                                                   
                                                                    მანდალა
                          ფოტოები ჩემს მიერ არის დახატული 
Add caption



















მანდალა თერაპია
  ამობეჭდეთ ნახატები, აიღეთ ფერად-ფერადი ფანქრები,  მოეწყვეთ გემრიელად და მყუდროდ და შეუდექით ,,მუშაობას”. არ არის საჭირო ყველა მათგანი გააფერადოთ, ან რამე თანმიმდევრობა დაიცვათ. დაიწყეთ იმით, რომლის გაფერადებაც ყველაზე მეტად მოგინდებათ.
1.როგორ ვიგრძნო თავი უკეთ?
ეს მანდალა დაგეხმარებათ გაერკვეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავი უკეთ იგრძნოთ როგორც ემოციურ დონეზე, ისე ფიზიკურად. ჯერ ერთი ფერი აიღეთ და ის ნაწილები გააფერადეთ, რომლისკენაც გული გაგიწევთ. ამ სავარჯიშოში ხომ ყველაზე მთავარი შინაგანი ხმის კარნახის მიხედვით მოქმედებაა. ნუ ეცდებით, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რომ ფერები ერთმანეთს შეახამოთ, რომ ლამაზი გამოგივიდეთ. ყველაფერი სპონტანურად უნდა აკეთოთ. როცა დაამთავრებთ, შეხედეთ ნახატს და დაწერეთ პირველი სამი სიტყვა, რაც თავში მოგივათ. მერე ეცადეთ ეს სამი სიტყვა ზემოთ დასმულ შეკითხვასთან დააკავშიროთ – რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო?

2. რა ფერის არის ჩემი სუნთქვა?
ჩვენ იმდენ ყურადღებას არ ვაქცევთ სუნთქვას, რამდენიც საჭიროა. გვავიწყდება, რომ სწორედ სუნთქვით ჩაგვბერა სული უფალმა. სუნთქვითი ვარჯიშები აუცილებელია. ბუდიზმში ამას დიდი ყურადღება ექცევა. მოდუნდით. შეხედეთ მანდალას და ამოირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენს სუნთქვას შეესაბამება. ამ ფერით ცენტრი უნდა გააფერადოთ. გაფერადებისას საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრირდით. ეცადეთ გააცნობიეროთ როგორ სუნთქავთ. შემდეგ შეუდექით მანდალის სხივების გაფერადებას. აირჩიეთ ის ფერები, რომლებიც თქვენი აზრით დაგეხმარებათ სუნთქვის გააქტიურებაში: გახდის მას უფრო ღრმას, უფრო ნელს, უფრო მშვიდს… და აი, თქვენ თქვენში არსებულ სასიცოცხლო ენერგიასთან ხართ კავშირში. გამოიყენეთ!

3. როგორ ვიპოვო ჩემი თავი?
აირჩიეთ ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ცენტრი გააფერადეთ. შემდეგ სხვა ფერის ფანქრით ის ადგილი გააფერადეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მიჰყევით ინტუიციას. ისე გაიარეთ ვარსკვლავის სხივებში ფანქრით, თითქოს ლაბირინთში მიდიოდეთ. როცა მორჩებით, შეხედეთ ფერად ლაბირინთებს და დასვით კითხვა: რას მაგონებს ეს გზა? თავში მოსული პირველივე სამი სიტყვა, ან ფრაზა ჩაიწერეთ. იფიქრეთ ამაზე რამდენიმე წუთი.
4. როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ მე ახლა?
მიეცით ფერებს საშუალება გესაუბრონ. ეს მანდალა მთლიანად გულის კარნახით უნდა გააფერადოთ. ფერები თავად გეტყვიან რა მდგომარეობაში ხართ. როცა დაასრულებთ, დახედეთ ნახატს და ისევ სამი სიტყვა ჩაიწერეთ, რომელიც თავში მოგივათ. მერე 5 წუთის განმავლობაში იფიქრეთ ამ სიტყვებზე დასმული შეკიხვის კონტექსტში: რა ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ ახლა მე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თბილი ფერები ენერგეტიკულად გმუხტავთ, ცივი ფერები კი პარალიზებას უკეთებს თქვენს ენერგიას. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობაა და ხვალ სხვანაირად იქნებით.

5. როგორ გავაძლიერო ჩემი ენერგეტიკა?
დაიწყეთ ცენტრალური ყვავილით, სპონტანურად აირჩიეთ სამი ფერი და ეცადეთ დახვეწილად გააფერადოთ მისი ყველა დეტალი. შემდეგ აირჩიეთ ფერები, რომლებიც ფიქრობთ რომ ამ სამ ფერს გააძლიერებს და გააქტიურებს. ენდეთ ინტუიციას.დანარჩენი ყვავილებისთვის სხვა ფერები გამოიყენეთ. ნელა ისუნთქეთ და ღრმად. როცა დაასრულებთ დახედეთ ნახატს და ჩაიწერეთ სამი გამოსახულება, რომელიც პირველი მოგივიდათ თავში. ეცადეთ ამ სამ გამოსახულებაზე დიდხანს იფიქროთ დასმული შეკითხვის კონტექსტში და გააცნობიეროთ.
იხილეთ აქ


















No comments:

Post a Comment