პროექტის შესახებ

   მანდალა არის სანსკრიტული სიტყვა და აღნიშნავს წრეს. ინდისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში მანდალა არის  წმინდა ხელოვნება ". მანდალას აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები.
მანდალები უკანასკნელ ხანებში ფსიქოთერაპიაშიც გამოიყენება. პირველი დიდი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. რომელიც მისით დაინტერესდა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი გახლდათ. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ, ხატავდა. იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი ვართ სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები. იგი მიხვდა, რომ მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც,  საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება.






                                                  1 .

    თქვენ მცენარეების ემპათი ბრძანდებით. გრძნობთ მცენარეების მოთხოვნებს და თუ ჯერ არ ხართ რაიმე ისეთი საქმიანობით დაკავებული, რაც ბუნებას უკავშირდება, გირჩევთ დაინტერესდეთ ამით. იმიტომ რომ მაქსიმალურად გრძნობთ ბუნების ენერგეტიკას, სხვებზე უკეთ გრძნობთ, რომელი მცენარე სად უნდა იზრდებოდეს.
უფრო მეტიც, ხის ქვეშ ჩამომჯდარი უკეთ აანალიზებთ საკუთარ ცხოვრებას, ერწყმებით ბუნებას და ისიც თითქოს რჩევებს გაძლევთ. ამიტომაც ბუნებაში ყველაზე კარგად გრძნობთ თავს.                                                                                                                      
2.
თქვენ ცხოველების ემპათი ბრძანდებით. საოცრად გესმით ცხოველებისა და გიყვართ ისინი. წარმოუდგენელია, რომ მათთან დაკავშირებული საქმიანობით არ იყოთ დაკავებული. თუ პროფესია ჯერ არ აგირჩევიათ, იფიქრეთ ვეტერინარობაზე. ამ შემთხვევაში თქვენს უნარს მაქსიმალურად გამოიყენებთ, რადგან შესანიშნავად გესმით ცხოველებისა და მყის ხვდებით, რა სჭირთ და როგორ უნდა დაეხმაროთ.
   
3.

თქვენ ინტუიციური ემპათი ბრძანდებით. ადამიანებისგან ინფორმაციას მაშინაც კი იღებთ, როცა მათ არ ესაუბრებით. მარტივად გრძნობთ სხვა ადამიანის ნამდვილ ზრახვებს, თითქოს კითხულობთ მათ.
კარგი იქნება, თუ თქვენნაირ ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა გექნებათ. ეს ენერგეტიკული ველის გაძლიერებაშიც დაგეხმარებათ და იმაშიც, რომ სხვათა აზრებმა არ გამოგფიტოთ.
                                   
4.

თქვენ ემოციური ემპათი ბრძანდებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია ემპათთა შორის. სხვა ადამიანებისგან ემოციებს ისე იღებთ, როგორც საკუთარს. ანუ ბედნიერი ხართ, თუ სხვა რაღაცით დიდ სიხარულს გრძნობს, ხოლო თუ წუხს, თავს მეტად უბედურად გრძნობთ.
აუცილებლად უნდა ისწავლოთ საკუთარი ემოციების გამიჯვნა სხვათა ემოციებისგან. ეს დაგიცავთ გამოფიტვისგან და შეძლებთ, რომ დაეხმაროთ ადამიანებს.

5.
თქვენ გეომაგნიტური ემპათი ბრძანდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ადგილის ენერგიას გრძნობთ. შესაბამისად, გარემოს, ადგილს თქვენში შეუძლია გამოიწვიოს სიხარული თუ წუხილი, აღმაფრენა თუ შფოთვა და ა.შ. და რადგან ასეთი ტიპის ემპათი ხართ, გარკვეული ად გილების ისტორია და გეოგრაფია ხშირად ძალიან გაინტერესებთ.
თქვენთვის საუკეთესო განტვირთვა, ეს მოგზაურობაა. თუ საშუალება გაქვთ, კარგი იქნება, გარემოს დაცვის პროექტებში ჩაერთოთ. ეს იმიტომ, რომ გარემოსადმი ცუდი მოპყრობა თქვენზე მძიმედ მოქმედებს.
და კიდევ ერთი რჩევა: მორთეთ სახლი მცენარეებით, ხოლო სამოსისა თუ ავეჯისთვის შეარჩიეთ ნატურალური მასალა და ფერები.
6.
თქვენ ფიზიკური ემპათი ბრძანდებით. შესაბამისად, იოლად იჭერთ სხვა ადამიანების სხეულის ენერგიას. როგორც წესი, ფიზიკური, ანუ სამედიცინო ემპათები ღმერთისგან ნაკურთხი მკურნალები არიან. ანუ სამედიცინო პრაქტიკა - იქნება ეს ტრადიციული თუ ალტერნატიული - თქვენი მოწოდებაა.
თქვენ იმდენად მძაფრად გრძნობთ სხვა ადამიანების ტკივილებს, რომ შესაძლოა თავადაც ავად გახდეთ. თითქოს სხვების ავადმყოფობას ისრუტავთ. ისწავლეთ ამისგან თავდაცვა და საკუთარი ნიჭის სწორად მართვა. დახელოვნდით სამკურნალო საქმეში და მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი უნარი.



























No comments:

Post a Comment